fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, მეცნიერები აქამდე უცნობ შტამზე საუბრობენ

23:58 November 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.1k
ნახვა

უცხოური მედიის Financial Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან.

გენური მუტაცია სავარაუდოდ ივნისში ესპანეთში მოხდა, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს ადგილობრივ ფერმერებში, შემდეგ კი ევროპაში იქ დაბრუნებულ დამსვენებლებთან ერთად გავრცელდა.

ამის შესახებ საუბარია შვეიცარიელი და ესპანელი მკვლევარების მიერ შედგენილ ანგარიშში, რომლებიც კორონავირუსის გენურ მუტაციებს აკვირდებიან.

ვირუსის ახალ სახეობას 20A.EU1. –ის სახელწოდება მიანიჭეს. მის გენურ სტრუქტურაში კლასიკური SARS-CoV-2–ისგან ექვსი განსხვავება ფიქსირდება. „გენეტიკური ხელწერის“ მიხედვით მეცნიერებმა მისი  წარმოშობის ადგილი დაადგინეს.

ვირუსი, რომელიც ამჟამად ევროპაში დაავადებულთა უმრავლესობას აქვს, უდაოდ ეკუთვნის ერთ–ერთ ნაირსახეობას, რომელიც ზაფხულში ესპანეთში წარმოიქმნა– განაცხადა Financial Times –თან საუბრისას შვეიცარიელმა პროფესორმა ტანია შტადლერმა.

აეროპორტებში მგზავრების ექსპრეს კვლევები და ზაფხულში ამოქმედებული სხვა ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ემა ნოდკროფტი, რომელიც ბაზელის უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკის სპეციალისტია.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, გენეტიკოსი ინიაკი კომასი ვარაუდობს, რომ 20A.EU1–ს გავრცელება რომელიმე ერთი მასობრივი ღონისძიებიდან დაიწყო, სადაც ერთი ან რამდენიმე სუპერგამავრცელებელი იყო.

მისი შემდგომი სწრაფი გავრცელების მიზეზად მეცნიერი ესპანეთში დამსვენებელი ტურისტების სარისკო ქცევას ასახელებს, რომელსაც ისინი სახლში დაბრუნების შემდგომაც განაგრძობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ახალი მუტაცია უფრო საშიში გადამდებობის და დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის ასეთი ნაირსახეობა აქამდე არ შეხვედრიათ. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ აღმოჩენილი გენური ცვლილებები ვირუსის გადაცემის სიჩქარეზე, ან დაავადების სიმძიმეზე მოქმედებს. ამჟამად ვირუსოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, შეეხო თუ არა მუტაცია ე. წ. ცილოვან წანაზარდებს, რომელთა დახმარებით ვირუსი ადამიანის ორანიზმის უჯრედებში აღწევთ.

ცოტა ხნის წინ აშშ–ში SARS-CoV-2–ის კიდევ ერთი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც  D614G ეწოდა. ის სავარაუდოდ ბევრად უფრო აგრესიულია.

თეგები: კორონავირუსიუცხოური გამოცემა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

February 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

January 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

January 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია