დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მასწავლებლების ტესტირების პროცესი ბოლო ეტაპზეა.
მისი თქმით, 1000 მასწავლებლიდან 9 ინფიცირებული აღმოჩნდა.
„გავტესტეთ ყველა მასწავლებელი, პრაქტიკულად მთავრდება ეს პროცესი. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1000 მასწავლებლიდან 9 თუ 10 აღმოჩნდა ინფიცირებული. უნდა მოვრჩებით აჭარაში ნამყოფი მასწავლებლების გატესტვას“,- ამბობს პაატა იმნაძე
მისივე თქმით, საქართველოში დაახლოებით, 1700 სკოლაში სასწავლო პროცესში საკლასო ოთახებში დაიწყო.











