fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

Exclusive: კოტე კემულარიამ „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა

12:52 June 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
959
ნახვა

“პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კოტე კემულარიამ  პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა. კემულარია ამ ინფორმაციას სააგენტოს უდასტურებს და აცხადებს, რომ პარტიის დატოვების მოტივი მის ყოფილ თანაგუნდელებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული შეტევა გახდა.

კოტე კემულარია: მეც აღარ ვარ „გამარჯვებულ საქართველოში“. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ განცხადება დავწერე.

-ბატონო კოტე, რატომ დატოვეთ პარტია?

-არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უბრალოდ, სხვანაირად იყო ჩაფიქრებული… ეს პარტია სხვადასხვა შეხედულებების ადამიანების გაერთიანება უნდა ყოფილიყო,  მაშინ ასე ჩავიფიქრეთ. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების აგრესიული შეტევისა და ირაკლის დაპატიმრების შემდეგ, ეს მოცემულობა შეიცვალა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი.

-არის თუ არა პარტიის დატოვების ერთადერთი მიზეზი „ხელისუფლების მიერ განხორციელებული შეტევაა“?

-მე პარტიის წევრი ნამდვილად ვიყავი. რა თქმა უნდა, ირაკლი უნდა გათავისუფლებულიყო, რომ ჩვენ დაგვეგეგმა, შესაძლებელი იყო თუ არა აღდგენა იმ მოცემულობის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში იყო პარტიის მომხიბლელობა და პოპულარობა, რომ პარტია პარტია სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები შეიკრიბნენ და როდესაც, პრაქტიკულად, ასე აგრესიულად დაიშალა, ვეღარ მოხერხდა ამის აღდგენა.

-თქვენი წამოსვლის შემდეგ, დაიშალა თუ არა პარტია „გამარჯვებული საქართველო“?

-მე ამ პარტიას წარმატებებს ვისურვებ. ალბათ, ირაკლი ამ პარტიაში მოღვაწეობას გააგრძელებს.

-ერთკაციანი პარტია არსებობს?

-სამწუხაროდ, ამ პარტიამ ასეთი სახე მიიღო. სწორედ, ეს არის შეუთავსებლობის მიზეზიც.

-ხომ არ არის “გამარჯვებული საქართველოს” დატოვების მიზეზი  პარტიის ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობების გაფუჭება?

-ურთიერთობები არ გაგვფუჭებია. ალბათ, ჩვენ მომავალში ვითანამშრომლებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის იმ აგრესიის შედეგი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ პარტიაზე განხორციელდა.

-„გამარჯვებული საქართველოს“ დატოვების შემდეგ, აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დარჩენას?

-პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ, რა სახით, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ, რადგან განსაკუთრებული ურთიერთობები მაქვს ახალგაზრდებთან და მინდა, რომ მათ გვერდით ამოვუდგე და დავეხმარო, ეს იქნება ჩემი მიზანი.

– გეგმავთ თუ არა პარტიის შექმნას „გამარჯვებული საქართველოდან“ წამოსულ პოლიტიკოსებთან ერთად?

-პარტიის შექმნას არ ვგეგმავ. ჯერჯერობით, ამ საკითხზე საუბარი არ არის.

ინფორმაციისთვის, „გამარჯვებული საქართველოს” გუნდი ვალერი გელბახიანმა, გუბაზ სანიკიძემ და ლელა ჯეჯელავამაც დატოვა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: "გამარჯვებული საქართველო"კოტე კემულარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციური ერთობა აუცილებლად მოიტანს ახალ არჩევნებს – კოტე კემულარია

January 22, 2021
806
პოლიტიკა

ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაცილებას ვადამდელი სამართლიანი არჩევნები სჭირდება – კოტე კემულარია

January 11, 2021
848
პოლიტიკა

ახალი არჩევნების გარდა, არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც „ოცნებამ” ჩაიდინა – კოტე კემულარია

December 26, 2020
909

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია