კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„კოვიდ-პასპორტზე წინასწარი სამუშაო ჩვენთან დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ამ კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა გადაწყვეტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.











