საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა აჭარაში, 2 თბილისში ხოლო 1 საჩხერეში – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ედელაძემ განაცხადა.
აჭარაში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან ერთ-ერთი 81 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
მეორე გარდაცვლილი 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს მას პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი 2, არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა.
მესამე გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავდმყოფოში იყო მოთავსებული. მას თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.
საჩხერეში გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი გალიდან იყო.
მას ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი.
ინფექციამ საქართველოში სულ 91 ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 478-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა გამოვლენილი.
გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი.











