საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
12 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 452 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1.95 %-ია.











