საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
29 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 749 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.02 %-ია.











