კლინიკებში ადგილების არქონის გამო, კახეთში, 77 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილის მეუღლე, მის გადაყვანას კლინიკაში ითხოვდა.
„ჩემს ქმარს თვის დასაწყისში განუვითარდა ინსულტი. მკურნალობდა გურჯაანის საავადმყოფოში. მე თბილისში გადაყვანა მინდოდა, მაგრამ გვირჩიეს, სახლში წაიყვანეთ, ადგილები არსად არისო. ორკვირიანი ვადა გავიდა და მეორე დღეს დაიღუპა“, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე, განმარტება არ გააკეთეს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში.
რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტი, კორონავირუსით, სავარაუდოდ, საავადმყოფოს ექთნისგან დაინფიცირდა.
კახეთის რეგიონში, კოვიდ ინფიცირებულებს, სამ კლინიკაში მკურნალობენ.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, ხუთი პაციენტი მკურნალობს.
მთლიანად რეგიონში, კოვიდ- 19- ით გარდაცვლილთა რიცხვი, დღეს, 22- მდე გაიზარდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











