კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – ნათქვამია არმენ სარქისიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











