ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსი 22, 778 ადამიანს დაუდასტურდა, სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 1,948,603-ია.
გარდაცვლილია 303 პაციენტი.
სომხეთში, 16 ნოემბრის მონაცემებით, გარდაცვლილია 25 პაციენტი, გამოვლენილია 549 ახალი შემთხვევა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 117 886-ია.
რაც შეეხება ეპიდვითარებას აზერბაიჯანსა და თურქეთში, worldometer-ის მონაცემებით, ამ დროისათვის აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია 75 688 დადასტურებული შემთხვევა, თურქეთში კი ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 414,278-ია. თუქეთში პანდემიის პერიოდში გარდაცვლილია 11, 507 პაციენტი.











