კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ვაქცინას კამერების წინ არ გაიკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით პუტინი ვაქცინით საჯაროდ არ აიცრება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პერკოსვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს.
„ჩვენ ვაქცინაციის პროცესს არ ვაჩვენებთ. სიტყვაზე უნდა გვენდოთ. პუტინს კამერების წინ ვაქცინაცის გაკეთების იდეა არ მოსწონს“,- განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვაქცინას დღის ბოლომდე გაიკეთებს.











