კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„პუტინმა კოვიდის ვაქცინა გაიკეთა. ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა პესკოვმა.
მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტმა ვაქცინის კამერების წინ გაკეთებაზე უარი განაცხადა.
უცნობია რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი.











