ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება,-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის დილით ბრიუსელში დაბრუნდება და პრეზიდენტ მიშელს მოლაპარაკებების მსვლელობაზე მოახსენებს.
„პასუხისმგებლობა, რომ იყოს ნაპოვნი ამ კრიზისის გადაწყვეტილება დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთის და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. სრულიად მჯერა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.











