ვიმედოვნებ, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„ეს პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ და ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით და ამას მეტი დროს სჭირდება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
შარლ მიშელის წარმომადგენელი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლობაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.











