„ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და ორიენტირებული ვართ შეთანხმებისაკენ. ეს შეთანხმება რომელიმე კონკრეტულ პარტიას კი არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას, მის დასავლურ მომავალს და განვითარებას. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა სამუშიამ.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.











