კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული 49 წლის კაცი გარდაიცვალა. ის „ნიუ ჰოსპიტალში” მკურნალობდა.
ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა თბილისში შაბათს მოხდა, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა.











