მომხრე ვარ, რომ დასაწყისი კლასებიდანვე იყოს პირბადის ტარება ჩვენს სკოლებში,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი მუშაობა უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა პირბადე სწორად გამოიყენონ.
„იმიტომ რომ მათი უსაფრთხოებისთვის და უწყვეტი განათლების სისტემისთვის აუცილებელია. ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, გარდა ამ მექანიზმებისა, რომელიც არის დეზობარიერი, ტემპერატურის გაზომვა თუ ხელის დეზინფექცია, სკოლის გახსნის რეგულაცია იყოს ძალიან მოქნილი და მიზნობრივი.
მომხრე ვარ, რომ დასაწყისი კლასებიდანვე იყოს პირბადის ტარება ჩვენს სკოლებში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.










