ვაქცინაციის გარეშე ამ ეპიდემიის დასრულება უბრალოდ წარმოუდგენელია,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ვაქცინაციის პროცესი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ეს პროცესი დროში არ გაიწელოს. თუ დროის მცირე ლიმიტირებულ მონაკვეთში ყველაზე მაღალი რისკი მქონე ადამიანები მაინც არ აიცრებიან, ეს ნიშნავს რომ ეპიდემიოლოგიაზე ჩვენ უახლოეს მომავალში ვაქცინაციის ეფექტს ვერ დავინახავთ. რასაკვირველია ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს კარგად, იმიტომ რომ ვაქცინაციის გარეშე ამ ეპიდემიის დასრულება უბრალოდ წარმოუდგენელია“, – განცხადა კულუმბეგოვმა.










