კუნძულ ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა. არსებული მონაცემებით, სულ მცირე 5 700 ადამიანია დაშავებული.
ხელისუფლება ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიძლიერი მიწისძვრა მოხდა.











