სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, AstraZeneca-სა და Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინების ერთი დოზა 60 წელს ზემოთ ასაკის მყოფი ადამიანების შემთხვევაში 86,6%-ით ეფექტურია.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზის ეფექტურობა 86,0%-ია, „ფაიზერის“ კი 89,7%.
„კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინები ერთი დოზის გაკეთების შემდეგაც კი ვირუსისგან დაცვის მძლავრი მექანიზმია. ამასთან, თვალსაჩინოა, რომ ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინა რეკომენდებული განრიგის მიხედვით, რადგან მეორე დოზის შემდეგ ვირუსისგან დაცვის მაჩვენებელი გაიზრდება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მონაცემები ემყარება კვლევას, რომელშიც სამხრეთ კორეის 60 წელს გადაცილებული 3,5 მილიონი მოქალაქე მონაწილეობდა. კვლევა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.











