კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, ჩინეთის კორონავირუსის ვაქცინა, Sinovac-ი ვირუსის ბრაზილიური შტამის მიმართ ეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ბრაზილიაში ჩატარდა. კვლევის მანძილზე იმ ადამიანების სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომლებსაც კოვიდის ჩინური ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 11,055,480 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 266,614 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9,782,320-ს შეადგენს.











