ორი ახალი გამოკვლევის თანახმად, კოვიდგადატანილ ადმიანებში იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ამასთან იმუნიტეტმა შესაძლოა მთელი ცხოვრება გაძლოს, რაც დროთა განმავლობაში უმჯობესდება, განსაკუთრებით ვაქცინაციის შემდეგ.
კვლევა სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტის და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევის შესახებ New York Time-შიც დაიწერა.
კვლევის თანახმად, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტის შენარჩუნებაში კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინაცია ეხმარება და მათ მომავალში ვაქცინა აღარ დასჭირდებათ.
ამასთან, სხვა კვლევამ, რომელიც ბიოლოგიის კვლევის საიტზე, BioRxiv- ზე გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ე.წ. მეხსიერების B უჯრედები აგრძელებენ მომწიფებას და გაძლიერებას საწყისი ინფექციიდან მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
„ნაშრომები შეესაბამება მზარდ ლიტერატურას, რომელიც მიანიშნებს, რომ SARS-CoV-2 ინფექციისა და ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული იმუნიტეტი გრძელვადიანია”, – განაცხადა სკოტ ჰენსლიმ, პენსილვანიის უნივერსიტეტის იმუნოლოგმა.
დოქტორ ჰენსლიმ აღნიშნა, რომ ვირუსები მნიშვნელოვნად იცვლებიან ყოველ რამდენიმე წელიწადში.
სინამდვილეში, მეხსიერების B უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება SARS-CoV-2– ით ინფიცირების საპასუხოდ იმდენად ძლიერია, რომ ისინი ანადგურებენ თუნდაც ვირუსის სხვა ვარიანტებს, ამბობს როკფელერის უნივერსიტეტის იმუნოლოგი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას მეხსიერების მომწიფებაზე.
„დაინფიცირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს აქვთ შესანიშნავი „პასუხი“, ანტისხეულების კომპლექტი, ისინი განაგრძობენ ანტისხეულების განვითარებას”, – აღნიშნა იმუნოლოგმა.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.











