აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაცია ორსულ ქალებში მუცლის მოშლის რისკს არ ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კვლევის განმავლობაში მეცნიერები 2 000-მდე ვაქცინირებულ ორსულ ქალს აკვირდებოდნენ. აშშ-ს CDC-ში აცხადებენ, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინა ორსულ ქალებში მუცლის მოშლის რისკს ზრდის.
ამიტომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლი ყველა ორსულს მოუწოდებს თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან და დაიცვან საკუთარი და ბავშვის სიცოცხლე.











