ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ის მესამე დოზამ 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში, ვირუსისა და მძიმე დაავადებისგან დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 60 წელს ზემოთ მყოფი პირების მესამე დოზით აცრა ივლისში დაიწყო.










