ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ოპოზიციური პარტიების ლიდერები აფასებენ.
“ნაციონალური მოძრაობის„ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, კვლევის სჯერა, თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი კითხვებს არ პასუხობს, რის გამოც არჩევნების შედეგების განსაზღვრა რთულია.
“კვლევას ვენდობით, მაგრამ როდესაც მოქალაქეების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ის არ გასცემს პასუხს, ვინაიდან ეს სატელეფონო კვლევაა და ის რაღაცით დაისჯება, თუ ოპოზიციას დაასახელებს, ამ სპეციფიკიდან გამომდინარე არჩევნების შედეგების განსაზღვრა იქნება ძალიან ძნელი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.











