ლაგოდეხის ცენტრში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა, წუხელ მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის მარკეტში, კომენდანტის საათის დროს შეაღწიეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხაა წაღებული. შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოგვიანებით გაავრცელებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











