ერთი მგზავრი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, 89 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მძიმეა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი 70 წლამდე ასაკის ქალის მდგომარეობა. მრავლობითი დაზიანებების გამო, მას თბილისში გადაიყვანენ. მსუბუქადაა დაშავებული, ორი მგზავრი, რომლებსაც გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას გაუწევენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, საჭის დაუმორჩილებლობა გახდა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











