ლაგოდეხის მუციციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით 11 თვის ჩვილი დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19 მას ძმისგან გადაედო. ბავშვი ამ დროისთვის სტაციონარშია მოთავსებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ვირუსი ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგსა და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრსაც დაუდასტურდა.
თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 84 წლის პაციენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ვირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა.
კორონა ვირუსი დაფიქსირდა პანკისის ხეობაშიც, სადაც კოვიდ-19 დაუდასტურდა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს, საბავშვო ბაღის პედაგოგსა და ერთი ოჯახის ორ წევრს.
რამდენიმე საათის წინ, რეგიონში კორონა ვირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











