ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალეკო სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ამ საღამოს მოვიდა პასუხი, მერს დაუდასტურდა, კონკრეტულად ვისგან შეიძლებოდა გადადებოდა, გამოკვეთილი არ არის, მის ახლობლებს ვირუსი არავის ჰქონია. სავარაუდოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გულისხმობს, ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო რისკის ქვეშ.“- გვითხრა ნატო მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინწინ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა იყო ლანჩხუთში და მერმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა, დღეს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











