ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელებს და ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულია სამი 14 წლამდე აკადემიის მოსწავლე და ორი მწვრთნელი. შესაბამისად, გვიმბალაურში მდებარე საფეხბურთო აკადემიაში საწვრთნელი პროცესი შეჩერეს,- ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში დაუდასტურეს.
„საფეხბურთო აკადენიის ბავშვები დ ორი მწვრთნელია ინფიცირებული, ბავშვები 12-14 წლისები არიან. ისინი ბაზაზე ცხოვრობენ, დიდი ალბათობით გარედან შეიტანა ვირუსი ვიღაცამ, დღეს ამის გაკონტროლება ძნელია. მთელი აკადემია გადავიდა თვითიზოლაციაში“, – გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გურიაში კორონავირუსის 126 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 49 ლანჩხუთში.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











