ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ამჯერად ახალი კორონავირუსი ორ ორსულს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის 226 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











