ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანის საბავშვო ბაღის შვიდ და ქალაქის ერთ-ერთი ბაღის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაგვიდასტურა.
„სოფელ აცანაში ბაღის შვიდი თანამშრომელია ინფიცირებული, ასევე ქალაქის ერთ-ერთი ბაღის ორი თანამშრომელი. ყველა მათგანი ბაღის აღმზრდელი, ძიძა, ან სასადილოს მომსახურე პერსონალია. ორივე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია,“- გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში ბოლო მონაცემებით სულ 295 ადამიანია ინფიცირებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











