ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდის სკოლის პედაგოგს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მასწავლებელი სკოლაში დადიოდა და ატარებდა გაკვეთილებს.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დადიოდა სკოლაში და ატარებდა გაკვეთილებს. კონტაქტების მოკვლევა დაწყებულია. სკოლა კი ხვალიდან სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის“, – გვითხრა მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 28 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











