ეროვნული ვალუტა გაუფასურების სერიას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა.
1 დოლარის ღირებულება 3.2897 ლარს, ხოლო 1 ევროსი – 3.8292 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











