ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ამის შესახებ მან ლარის კურსზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.











