ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეები 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში შესვლას შეძლებენ.
ამასთან, თუ ისინი ლატვიაში საქართველოდან ან სხვა „მწავნე“ ქვეყნიდან ჩავლენ, მათ არც თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა და არც კორონავირუსზე ტესტის ჩაატარება მოუწევთ.
თუმცა თუ საქართველოს მოქალაქე ლატვიაში „წითელი“ ქვეყნიდან შევა, ვალდებული იქნება თვითიზოლაცია გაიაროს.
დღეისათვის ლატვიის წითელ სიაშია ბრიტანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, რუმინეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი.











