დმანისისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტული პარტია“ ხუთმა წევრმა დატოვა.
სარდარ ნაბიევმა, ელმარა მაბიევამ, გიუნაი იუნისოვამ, არაზ მუსაევმა და ნათია ჯიქურმა უკვე მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და პროპორციული სიიდან მათი კანდიდატურების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.











