„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ წევრებს სოფელ მარტყოფში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ემუქრებოდნენ, რომ დროზე დაეტოვებინათ სოფლის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ. შემდეგ, როდესაც ჩვენმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ, რომ აგიტაცია გაეწიათ, ფიზიკურად იძალადეს ამ ადამიანებზე, ფლაერები გამოართვეს, გადაუხიეს, ხელები გადაუგრიხეს და აიძულეს, დაეტოვებინათ სოფელი.
ასეთი ქმედებებით „ქართული ოცნება” ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციურ კანდიდატებზე,” – აცხადებს რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი.











