“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე დააყენებს საკითხს, რომლის მიხედვით, ოპოზიციამ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა ერთიანად, ერთი ბლოკის სახით მიიღოს.











