ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ცესკოს პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ოფიციალურად მიმართა.
ცესკოს ინფორმაციითვე, დღეს ამოიწურა ვადა, როდესაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გაგზავნილ წერილზე პარტიებს პასუხი უნდა გაეცათ, არიან თუ არა თანახმა, მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება. ამ კითხვით აუდიტის სამსახურმა მიმართა პარტია „მოქალაქეებს“, „ლეიბორისტებსა“ და „გირჩს“.
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ პასუხი არ გაუგზავნიათ, რაც, ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ავტომატურად მოთხოვნაზე უარის თქმას ნიშნავს.
ბოიკოტის მიუხედავად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა, საბიუჯეტო დაფინანსების თანხმობა განაცხადეს.











