fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ლელო-საქართველოსთვის” „ნამახვანის ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

10:59 February 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

„ლელო საქართველოსთვის” ხელისუფლებისგან „ნამახვანის ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს, ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.

„ლელო” იყო და არის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენი ქვეყნის ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს. განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკრო-კლიმატს და დააზიანებს უნიკალური ტვიშის ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

აქედან გამომდინარე, „ლელო” ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი. მანამდე კი, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადოს საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას და რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: "ლელო - საქართველოსთვის"

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

October 26, 2021
1.8k
პოლიტიკა

„ლელომ“ დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

September 20, 2021
780
პოლიტიკა

პარტია “ლელო” ახალქალაქში ოთხმა წევრმა დატოვა

September 7, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია