გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე დააკავეს.
ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული – ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.











