fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ლელოს” ლიდერების ოფიციალური შეხვედრები ბრიუსელში  დაიწყო

19:45 April 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

„ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაიწყეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრთან „ლელოს“ ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, შარლ მიშელის ხუთპუნქტიან გეგმაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ კოლეგებს პარტიის სტრატეგიული ხედვებიც გააცნეს, რომელიც საქართველოს განვითარების გეგმებს ეხება.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი მიმართულებით ვისაუბრეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს სჭირდება მაპი ევროკავშირში შესასვლელად და საკმაოდ საინტერესო წინადადებებია ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ 2024-ში ევროკავშირში შესვლა გვინდა, ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ დღესვე არ დავიწყეთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით. მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შეიქმნა და შედგა, თუმცა თქვენ იცით, რომ მელიას საკითხი არის უმთავრესი რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს. ეჭვს გამოვთქვამ, კრიზისი თუ გაიწელა და არ შედგა სწრაფი შეთანხმება ან იგივე კანონის მიღება გაიწელა დროში, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს. ამიტომ აქაც ძალიან საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოეს ერთ დღეში ჩვენ, „ლელოს“ გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისათვის. უნდა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და დავიწყოთ იმ კანონმდებლობების შექმნა რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათ ისაუბრეს საკითხზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

„გვქონდა შეხვედრა ბატონ სვენ მიკსერთან, ევროპარლამენტის წევრთან, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი საქართველოზე. ყოველთვიურად ის ამზადებს საქართველოზე ანგარიშს. ის არის ძალიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს იმ შეთანხმებას რომელიც ცნობილია როგორც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. აუცილებელია ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყვნენ ევროპარლამენტის წევრები იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი და რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით. ვისაუბრეთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები. ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც არის საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ განთავისუფლების მექანიზმი და აქ შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი ითამაშოს რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია განთავისუფლდება უახლოეს პერიოდში.

ასევე ვისაუბრეთ, ადგილობრივ არჩევნებზე რომელიც დანიშნულია ოქტომბერში. რომელიც იქნება არა რიგითი ადილობრივი არჩევნები არამედ ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რაც მთავარია, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი. ამიტომ ეს არ არის რიგითი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელი იქნება, შემოდგომას იყვნენ 10-ჯერ მეტი დამკვირვებლები ვიდრე ვნახეთ შარშან, საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი ამდენი დარღვევის და გაყალბების .

ყველა ამ თემაზე გვქონდა ძალიან კარგი და შინაარსიანი საუბარი. შევთანხმდით, რომ პრაქტიკულად იქნება მუდმივი მონიტორინგი მისი მხრიდან ამ პროცესის. ქვეყნისთვის ეს არის შანსი, ამას აღიარებენ ევროპარლამენტარები. მათ აქვთ სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ.მიმაჩნია, რომ ახლა არის ის მომენტი როდესაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ის საკითხები რომელიც აუცილებელია ნდობის აღსადგენად პოლიტიკურ ძალებს შორის და დავიწყოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც აღნიშნულია შარლ მიშელის დოკუმენტში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

თეგები: ლელო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

November 30, 2021
792
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

November 22, 2021
777
პოლიტიკა

პარტია ლელო ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვ

September 6, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია