„ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ალექსანდრე ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ კოვიდი დამიდასტურდა. სავარაუდო კონტაქტიდან მერვე დღეს. ჯანმრთელობას გისურვებთ”,- აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 79678-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 703 პაციენტი, 62061 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: თეა შონია











