„მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, რომ ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს.
„კრიზისის გამო ეს თვეები დავკარგეთ შიდაპოლიტიკურ დუღილში, მაგრამ გაჩნდა შესაძლებლობები.
დღეს ნამდვილად არის ის მოცემულობა, როდესაც შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ ინსტიტუციური მდგრადობის თვალსაზრისით. ამ პროცესმა ჩვენი ქვეყანა უნდა წასწიოს წინ და კარებზე გაუთავებელი კაკუნის ნაცვლად, კარი გაიღოს და გავწევრიანდეთ ამ ორგანიზაციებში. ჩვენ უნდა შევაღწიოთ მალე იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია და სადაც რეალურად ვბრუნდებით“, – განაცხადა იოსელიანმა.











