„ეს არის ის ხალხი, ვინც ცდილობს, დააზიანოს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ახლა გვაქვს ამოცანა, რომ ეს შეთანხმება გადავარჩინოთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ბოკერიას პოზიცია ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ მოლაპარაკება არ შედგეს, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, დაწყებული სიტყვით, დამთავრებული ქმედებით. არწმუნებს ადამიანებს, რომ ამ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არჩევნებზე ხელმოცარული დარჩა, ახლა ცდილობს, ამ პროცესიდან რაღაც დივიდენდი გამოიტანოს.
„რაც უკავშირდება მოლაპარაკებას, ყველაფერზე წინააღმდეგობა აქვთ. ხელმოცარულები რომ დარჩნენ არჩევნებზე, ახლა ცდილობენ, ამ პროცესიდან რაღაც დივიდენდი გამოიტანონ. მთავარია, რა გინდა, გინდა ქვეყანაში სიტუაცია განმუხტო, თუ გინდა, რომ გაზაფხულზე დაელოდო გაბრაზებულ ხალხს ქუჩაში და მერე ამ პროცესის სათავეში დადგე. მე მეორე სცენარი არ მინდა და ამის წინააღმდეგი ვარ. ამას ადასტურებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ვისაც ეს უნდა, იმის მოწინააღმდეგე ვიქნებით ბოლომდე, რადგან აღარ დავუშვებთ ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.











