“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის ვინაობა წინასწარი მონაცემებით ცნობილია.
ხმის მიცემა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა და ლევან ვარშალომიძემ ნიკა მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა.
“ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!
ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!
ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება”, – წერს ვარშალომიძე სოციალურ ქსელში.
64.9% ნიკა მელია, 36.1% ლევან ვარშალომიძე – ასეთია წინასწარი შედეგები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.










