ლიეტუვამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყანაში 18 თებერვალს მოლები და მაღაზიები გაიხსნება.
27 აპრილიდან კი ლიტვაში მუშაობას სალონები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით ლიტვაში 190,937 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 3,080 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175,034-ს შეადგენს.











