ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, აშფოთებთ ისეთი მომავალი, რომელიც, შესაძლოა, არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეხვედრაზე შესვლამდე ელჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია.
“ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრციისაკენ. ასევე, გამოვხატავ სოლიდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც, შესაძლოა, არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს”,- განაცხადა ელჩმა.










