ცოტა ხნის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.










